
უსაფრთხოების პერსონალი
ინტერსექიურითი-ჯორჯიასთან პარტნიორული ურთიერთობა ნიშნავს ნდობის გამოცხადებას ჩვენს გამოცდილებასა და კვალიფიკაციაზე. ჩვენი საგანგებოდ გადამზადებული ცოცხალი დაცვის თანამშრომლები განახორციელებენ თქვენი ობიექტის მონიტორნიგსა და პატრულირებას, მუდმივად მზად იქნებიან, სწრაფად და ეფექტურად მოახდინონ რეაგირება ნებისმიერ ინციდენტზე.

მობილური ჯგუფები
მობილური ჯგუფის თანამშრომლების ობიექტზე გამოცხადება, ავტომატურად ზრდის თქვენი თანამშრომლების უსაფრთხოებას და ამცირებს დაწესებულებაში ქურდობისა და ვანდალიზმის რისკს. მობილური ჯგუფის წევრები ახორციელებენ სისტემატიურ პატრულირებას და შესწევთ უნარი გამოავლინონ დაცულ ობიექტზე ნებისმიერი არაორდინალური შემთხვევა. ჩვენ გვყავს საუკეთესოდ აღჭურვილი სწრაფი რეაგირების ძალები, რომლებიც 24-საათიანი რეჟიმით, 365 დღე იმყოფებიან მობილურ მდგომარეობაში.

ელექტრონული უსაფრთხოება
ინტერსექიურითი-ჯორჯიას ელექტრონული უსაფრთხოების სისტემები უზრუნველყოფს თქვენი ბიზნესის, საიმედოდ და ფინანსური გარანტიით დაცვას. სიგნალიზაციის, საგანგაშო ღილაკების, დაშვების კონტროლის ბიომეტრიული სისტემების, ვიდეო და აუდიო „დომოფონების“, ვიდეო სათვალთვალო სისტემების და ვიდეო ანალიტიკური პროგრამების ინტეგრაციით, ინტერსექიურითი-ჯორჯია თქვენი ქონების და ორგანიზაციის უსაფრთხოების ელექტრონული სისტემებით დაცვის მყარი გარანტიაა.

მონიტორინგი
ჩვენ გვჯერა, რომ საუკეთესო დაცვა ხორციელდება მხოლოდ ხარისხიანი და საიმედო ტექნოლოგიით. ინტერსექიურითი-ჯორჯიას მონიტორინგის ცენტრი არა მხოლოდ თავსებადია ვიდეო სათვალთვალო და სიგნალიზაციის სისტემებთან, არამედ ასევე აძლევს კომპანიას შესაძლებლობას ცენტრალური ოფისიდან განახორციელოს კლიენტის ბიზნესის, შენობა-ნაგებობებისა და თანამშრომლების უსაფრთხოების სრული კონტროლი.

უსაფრთხოების რისკების მართვა
ინტერსექიურითი-ჯორჯია გამოცდილი დაცვის კომპანიაა ორგანიზაციისათვის უსაფრთხოების რისკების მართვასა და კონსულტაციაში. კომპანიას შეუძლია უსაფრთხოების პოლიტიკისა და გეგმის სრულყოფილი განვითარება, ეფექტური სტრატეგიითა და პროგრამებით, რომელიც მიზნად ისახავს თქვენი ბიზნესის, თანამშრომლების, მომხმარებლებისა და ორგანიზაციული ოპერაციების დაცვას.

საცალო უსაფრთხოება
ინტერსექიურითი-ჯორჯია საქართველოში პირველი დაცვის კომპანიაა, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს საცალო უსაფრთხოების სერვისებს. ჩვენი საცალო უსაფრთხოების სერვისებით სარგებლობის შემთხვევაში დამკვეთი შეძლებს მოახდინოს დანაკარგების შემცირება და გაზარდოს უსაფრთხოების ხარისხი საცალო ობიექტზე მყოფ პირთათვის.
რეკომენდაციები


ფაქტები & რიცხვები
ჩვენ გვენდობიან
ინტერსექიურითი-ჯორჯიას უსაფრთხოების სერვისებს ენდობა საქართველოში მოქმედი არაერთი ლიდერი კომერციული თუ საერთაშორისო ორგანიზაცია





