შპს „ინტერსექიურითი-ჯორჯია“ დაფუძნდა 1997 წელს სანდო სამართალდამცავი და სამხედრო გამოცდილების მქონე ჯგუფის მიერ. თავდაპირველად კომპანია დაცვით საქმიანობას ახორციელებდა მხოლოდ თბილისში, მაგრამ მალევე გაფართოვდა ქვეყნის მასშტაბით. სპეციალურად დატრენინგებულ და გადამზადებულ 400-ზე მეტ უსაფრთხოების თანამშრომელს შესწევს უნიკალური შესაძლებლობა უზრუნველყოს უმაღლესი ხარისხის ფიზიკური და ელექტრონული უსაფრთხოების სერვისების მიწოდება საქართველოში მოქმედი ლიდერი კომერციული თუ საერთაშორისო ორგანიზაციისათვის. ჩვენ კომპანიას გააჩნია 21 წლიანი გამოცდილება კომპანიებთან და ორგანიზაციებთან მუშაობის და სრულად ლიცენზირებულია სსიპ დაცვლის პოლიციის მიერ.
კომპანიის დაცვითი საქმიანობა იყოფა ექვს ძირითად მიმართულებად:
- უსაფრთხოების პერსონალი;
- მობილური ჯგუფები;
- ელექტრონული უსაფრთხოება;
- დისტანციური მონიტორინგი;
- საცალო უსაფრთხოება;
- უსაფრთხოების რისკების მართვა.
1997 წელს: დაფუძნდა შპს „ინტერსექიურითი-ჯორჯია“; თანამშრომელთა რაოდენობა 70 ადამიანით შემოიფარგლებოდა;
1998 წელს: თანამშრომელთა რიცხვმა 200-მდე მიაღწია, რაც დამკვეთების მრავალრიცხოვნებით იყო განპირობებული. ჩვენი კომპანიისათვის საამაყოა ის ფაქტი, რომ ამ პერიოდში ჩვენს პარტნიორებს წარმოადგენდნენ და დღესაც წარმოადგენენ ისეთი საერთაშორისო ორგანიზაციები, როგორიცაა: UNDP, UNCHR, UNICEF, UNOMIG IOM, NDI, ასევე დიპლომატიური მისიები, საელჩოები, საერთაშორისო ბიზნეს–კორპორაციები, ბრიტანეთის საბჭო და დიპლომატები;
1999 წელს: კომპანიას დაგროვილი ჰქონდა იმდენად დიდი გამოცდილება, რომ ჩვენი თანამშრომლები მონაწილეობას იღებდნენ სამთავრობო დაცვასთან ერთად სტრატეგიული ობიექტების დაცვაში;
2004 წელს: კომპანიის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური, სახელმწიფო მნიშვნელობის, სტრატეგიული პროექტი „BP საქართველო“ ჩაეშვა, რომლის ფარგლებშიც ჩვენ მოგვეცა საშუალება საუკეთესო პირობებით დაგვესაქმებინა 1200 ადამიანი და გვეზრუნა ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანესი ობიექტის უსაფრთხოებაზე, რაც პატივთან ერთად უდიდესი პასუხისმგებლობაც იყო;
2004-2005 წლებში: ჩვენი კომპანიის მიერ ათვისებულ იქნა ასევე მნიშვნელოვანი პროექტი – სარკინიგზო გადაზიდვების უსაფრთხოების უზრუნველყოფა „VIKING INTERNATIONAL“-ის პროექტის ფარგლებში;
2005-2006 წლებში: შპს ,,ინტერსექიურითი-ჯორჯია“ აქტიურად მონაწილეობდა სურამის უპატრონო ბავშვთა სახლის (სურამის სააღმზრდელო დაწესებულება) სარემონტო სამუშაოებში, რამაც შესაძლებელი გახადა იქ მცხოვრებ ბავშვებს შექმნოდათ ნორმალური საარსებო პირობები. გარდა ამისა, დაფინანსდა ბავშვთა კვება, გადაეცათ შესაბამისი სამოსი და მოეწყო საძინებელი ოთახები;
2005 წელს: ჩვენთან თანამშრომლობა დაიწყო ისეთმა კომპანიებმა, როგორებიცაა: „ბრითიშ ამერიკან თობაქოს“ წარმომადგენლობა, გაზეთი „ალია“, კომპიუტერული ქსელების მაღაზია „ალტა“, ძვირფასეულობების მაღაზია „თამარა დაიმონდი“, შ.პ.ს. „ინტერნიუსის“ სერვის ცენტრი, „ისი პარის“ მაღაზიათა ქსელი, ასევე დიპლომატიურმა მისიებმა, კერძოდ: ისრაელის საელჩომ და საკონსულომ საქართველოში, ჯოინტისა და სოხნუთის წარმომადგენლობებმა, გაეროს პროგრამებმა, „მსოფლიო სასურსათო პროგრამამ“ და „მსოფლიო ბანკის წარმომადგენლობამ საქართველოში“, „საერთაშორისო სავალუტო ფონდმა“, სს „პროკრედიტ ბანკმა“, ტელევიზია „რუსთავი 2“–მა, კინოთეატრმა „რუსთაველმა“, თბილისის საიუველირო ქარხანა „ზარაფხანამ“, „საფოსტო ბანკმა“ და ა. შ.;
2006 წელს: შპს „ინტერსექიურითი-ჯორჯიას“ შემოუერთდა „წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი“ და „წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო ფედერაცია“. ჩვენი კომპანიის გვერდში დგომით განხორციელდა მასშტაბური სამშენებლო პროექტი, რომელსაც აფინანსებდა ჩეხეთი–საქართველო–ისრაელის მხარე;
2007 წელს: თანამშრომლობა დავიწყეთ „ჰოფმან ლა როშის“ წარმომადგენლობასთან საქართველოში და პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელ „ვულე ვუ“-სთან;
2008 წლიდან: ჩვენს მომსახურებას დაემატა ჯიპიეს (GPS) მომსახურება ავტომობილების დაცვისათვის და კომპანია გაფართოვდა აჭარის რეგიონის მიმართულებით. შემოგვემატა ისეთი ქსელური პარტნიორები, როგორებიც არიან სააფთიაქო ქსელები „პსპ“ და „ავერსი“. წარმატებით დავიცავით საქართველოს დასავლეთის მიმართულებით მიმდინარე საავტომობილო გზის მშენებლობა, რომელიც ხორციელდებოდა „აშტრომ ინტერნეიშენალის“ წარმომადგენლობის მიერ საქართველოში;
2009 წელს: მას შემდეგ რაც საქართველოს პარლამენტმა მიიღო საქართველოს კანონი „კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ“, ჩვენმა კომპანიამ ერთ-ერთმა პირველმა მიიღო საქმიანობის ლიცენზია ნომრით 003;
2010 წელს: ჩვენი საამაყო პარტნიორი გახდა შპს „აჭარა ტექსტილი“, რომელიც საქართველოში ანხორციელბს ჩვენი ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანეს პროექტს – ,,Produce in Georgia”, რაც გულისხმობს საქართველოს სახელით პროდუქციის წარმოებას ისეთი მსხვილი დამკვეთებისათვის, როგორებიც არიან: Puma, Lotto, Erima, Nike; ამ პროცესის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელია ჩვენი კომპანია;
2011 წელს: ჩვენი პარტნიორები გახდნენ სს „თიბისი ბანკი“ და „თიბისი ლიზინგი“.
2014 წლიდან: ჩვენი კომპანიის მიერ ტექნიკური დაცვის საშუალებებითა და ცოცხალი ძალით ხორციელდება დაცვითი საქმიანობა ისეთ ორგანიზაციებში, როგორებიც არიან კავკასიაში უმსხვილესი „სხივური მედიცინის ცენტრი თბილისში“ და „ავერსის“ აფთიაქების ექიმთა ოთახები. ამავე წლიდან ჩვენი კომპანიის პარტნიორია წყლის მწარმოებელი კომპანია „სნო“ ნატახტარში და „მეღვინეობა ხარება“;
2016 წლიდან: კომპანიაში შეიცვალა მენეჯმენტი, დაინერგა და ინერგება ახალი მართვის სტანდარტები, მოხდა ინვესტიციების ჩადება კომპანიის მომავალი განვითარების კუთხით, მნიშვნელოვნად განახლდა მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, რამაც კომპანიას მისცა უფრო მაღალი ხარისხის მომსახურების მიწოდების შესაძლებლობა;
2017 წლიდან: შპს „ინტერსექიურითი-ჯორჯია“-ს შემოუერთდნენ ისეთი მსხვილი კონტრაქტორები, როგორებიც არიან ტრანსნაციონალური კომპანია „მეტრო“, ერთ-ერთი უმსხვილესი სამშენებლო კომპანია გზების რეკონსტრუქციის მიმართულებით „ტოდინი კონსტრუციონი ჟენერალი“, ასევე საინვესტიციო კომპანია „მეტრო ატლას ჯორჯია“. 2017 წელს კომპანიამ აღნიშნა 20 წლის იუბილე;
2018 წელს: კომპანიაში ჩამოყალიბდა რეგიონალური განვითარების დირექტორატი, რომლის ფარგლებშიც კომპანიას შემოუერთდა 200-მდე ობიექტი. 2018 წლის მხოლოდ პირველ ტრიმესტრში კომპანიასთან თანამშრომლობა დაიწყო ჯამში 400-მდე კონტრაქტორმა, მათ შორის არიან „ბაუმ ქონსთრაქშენი“, სამშენებლო კომპანია „უბიკი“, „აჭარა ტექსტილი“-ს ფოთის ფილიალი და ა.შ.
აღსანიშნავია, რომ 2016 წლიდან 2018 წლის პირველი ნახევრის განმავლობაში კომპანიის კონტრაქტორების სია გაიზარდა 53%-ით.