Warning: Cannot modify header information - headers already sent by (output started at /home/isg48254/public_html/wp-content/themes/ronneby/header.php:3) in /home/isg48254/public_html/wp-content/themes/ronneby/header.php on line 3
ISG.GE - ინტერსექიურითი ჯორჯია | კარიერა

კარიერა

ინტერსექიურითი-ჯორჯია სთავაზობს ყველა დაინტერესებულ პირს გამომწვევ შესაძლებლობებს უსაფრთხოებისა და დაცვის სფეროში. ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ კადრებს, რომლებსაც აქვთ სულისკვეთება, შეურთდნენ დინამიურ და სწრაფად მზარდ კომპანიას. ინტერსექიურითი-ჯორჯია თანამშრომლების პროფესიულ ზრდასა და განვითარებაზე ორიენტირებული კომპანიაა და დასაქმების შემთხვევაში, თითოეული თანამშრომლის კარიერული ზრდის ძლიერი მხარდამჭერი და ხელშემწყობია

Image module

ტრენინგი

ინტერსექიურითი-ჯორჯიას გუნდს მიაჩნია, რომ თანამშრომლების სპეციალური გადამზადება, კვალიფიკაციისა და კომპეტენციის ამაღლების წინაპირობაა. ჩვენ მხარს ვუჭერთ თანამშრომლების პროფესიული განვითარების გზას და ვუტარებთ მათ, უსაფრთხოებისა და დაცვის მიმართულებით არაერთ შეუდარებელ ტრენინგს, მათ შორის ინციდენტზე რეაგირების, სახანძრო უსაფრთხოების, პირველადი დახმარების აღმოჩენის და ვიზუალური კონტროლის განხორციელების შესახებ. ჩვენთვის თითოეული თანამშრომლის პროფესიული ზრდა მნიშნვნელოვანია, ვინაიდან მომხმარებლისთვის სერვისის ეფექტური მიწოდება დამოკიდებულია თანამშრომლების გამოცდილებასა და კვალიფიკაციაზე.

Image module

ამჟამინდელი ვაკანსიები

მცველი

ადგილმდებარეობა: თბილისი/ბათუმი
სამუშაო გრაფიკი: 3 დღეში ერთხელ
აუცილებელი მოთხოვნები კანდიდატების მიმართ:
– ასაკი: მამაკაცებისთვის 25-დან 50 წლამდე;
– ნასამართლეობის არ ქონა;
– სრული საშუალო ან უმაღლესი განათლება;
– ქართული ენის გამართული ცოდნა;
– კარგი ფიზიკური მდგომარეობა (სპორტული აღნაგობა);
– შინაგან საქმეთა სამინისტროში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში, თავდაცვის სამინისტროში ან კერძო დაცვის სამსახურში მუშაობის მინიმუმ ერთ წლიანი გამოცდილება;
აუცილებელი უნარ-ჩვევები:
– პასუხისმგებლობის გრძნობის მაღალი ხარისხი;
– სხარტი აზროვნება;
– ზრდილობიანი;
– კულტურული;
– დისციპლინირებული;
– ლოიალური;
– პუნქტუალური;
– გაწონასწორებული;
– თავდაჯერებული;
– კრიზისული სიტუაციების მართვა;
– სუბორდინაცია.
ანაზღაურება: 300-დან 600 ლარამდე (ხელზე ასაღები).

დაინტერესებული ხართ?

მაშინ მოგვწერეთ თქვენი მონაცემები და ჩვენ აუცილებლად განვიხილავთ მას