Warning: Cannot modify header information - headers already sent by (output started at /home/isg48254/public_html/wp-content/themes/ronneby/header.php:3) in /home/isg48254/public_html/wp-content/themes/ronneby/header.php on line 3
ISG.GE - ინტერსექიურითი ჯორჯია | ელექტრონული უსაფრთხოება

ელექტრონული უსაფრთხოება

ინტერსექიურითი-ჯორჯიას ელექტრონული უსაფრთხოების სისტემები უზრუნველყოფენ თქვენი ბიზნესის და საკუთრების საიმედო დაცვას

ელექტრონული უსაფრთხოება

ჩვენ გვჯერა, რომ უსაფრთხოების სისტემებით დაცვა შესაძლოა იყოს იმდენად კარგი, რამდენადაც ორგანიზაციაში ყველაზე მოწყვლადი წერტილი. ინტერსექიურითი-ჯორჯიას აქვს უსაფრთხოების სისტემებთან ჰოლისტიური მიდგომა და მიზნად ისახავს ორგანიზაციისათვის ხარჯის და რისკების შემცირებასა და უსაფრთხოების გაზრდას.

ელექტრონული უსაფრთხოების თანამედროვე და საჭირო სისტემების დანერგვის მიზნით, მიზანშეწონილია განხორციელდეს დამკვეთის ობიექტის სრულყოფილი შესწავლა, რათა სწორად შეირჩეს დასამონტაჟებელი ერთიანი მოწყობილობები, მათ შორის IP თუ ანალოგური კამერები, დაშვების კონტროლის ბიომეტრიული და PIN სისტემები, შიდა საკომუნიკაციო საშუალებები, ვიდეო ანალიტიკური პროგრამები და დაცვითი სიგნალიზაციის უახლესი საკაბელო და უკაბელო მოწყობილობები.

ინტერსექიურითი-ჯორჯიას გუნდს მიაჩნია, რომ ობიექტის ელექტრონული უსაფრთხოების ულტრათანამედროვე სისტემებით დაცვის უზრუნველყოფა საუკეთესო გადაწყვეტილებაა ოპერაციული ხარჯების შემცირებისა და ობიექტზე დაცვის გაძლიერების მიზნით.