ინტერსექიურითი-ჯორჯიას საიდუმლო „მყდიველის“ სერვისით სარგებლობის შემთხვევაში, დამკვეთი შეძლებს უკეთ გაერკვეს საკუთარი ბიზნესის შიდა ოპერაციებითა და ქვედა რგოლების მხრიდან რამდენად კეთილსინდისიერად ხდება ფუნქცია-მოვალეობების შესრულება. მას მიეცემა შესაძლებლობა მიიღოს ინფორმაცია თანამშრომელთა ქცევის, სერვისის ხარისხის, გაყიდვების პროცესებისა და ბიზნეს ოპერაციების შესახებ. ჩვენ მოუთმენლად ველით კლიენტის სერვისისა და „შოპინგ“ გამოცდილების რეალური სურათის გამომჟღავნებას, ამიტომაც ვაგზავნით საჭირო ხალხს, საჭირო ადგილზე იმ ფაქტების დროულად მოპოვების მიზნით, რომლებიც უკავშირდება მომხმარებელს, ბიზნესსა და თანამშრომლების ურთიერთობას. შეგიძლიათ გვენდოთ, რომ ინტერსექიურითი-ჯორჯია თქვენს ორგანიზაციაში ეფექტურად განახორციელებს კვალიფიციური, საიდუმლო მომხმარებლის ჩანერგვას და მოახდენს ობიექტურ დაკვირვებას ზემოაღნიშნულ ასპექტებზე. ჩვენ გვჯერა, რომ ოპერაციების ხარისხის გაუმჯობესება იწყება „ენდე, მაგრამ შეამოწმე“-ს პრინციპით. ჩვენმა კვალიფიციურმა სპეციალისტებმა ზუსტად იციან კომერციულ დაწესებულებაში პერფორმანსის საკვანძო ინდიკატორები, მათ შორის მომსახურების სერვისი (როგორი სალმიანები არიან თანამშრომლები მომხმარებლების მიმართ), მერჩენდაიზინგი (სწორად მიუთითებენ თუ არა საქონელზე სიახლეებსა და შეთავაზებებს თანამშრომლები მომხმარებლებს) და უსაფრთხოება (საქონლის დაკარგვის პრევენცია).
ინტერსექიურითი-ჯორჯია დამკვეთს სთავაზობს საიდუმლო მყიდველის შემდეგ სერვისებს: