ინტერსექიურითი-ჯორჯიას ცოცხალი ძალით დაცვის თანამშრომლები შერჩეულნი არიან პოტენციური კლიენტის მოთხოვნისა და დასაცავი ობიექტის საჭიროებებიდან გამომდინარე. კომპანიას მიაჩნია, რომ ცოცხალი ძალით დაცვის უზრუნველყოფა არის უნიკალური ტიპის სერვისი, რომელიც აუცილებლად მორგებული უნდა იყოს დამკვეთის ინდივიდუალურ მოთხოვნებზე. ინტერსექიურითი-ჯორჯიას დაცვის თანამშრომლებს გააჩნიათ სამართალდამცავ ორგანოებში თუ თავდაცვის სისტემაში მუშაობის მინიმუმ ორ წლიანი გამოცდილება. გავლილი აქვთ სათანადო ტრეინინგები ძალის გამოყენების დე-ესკალაციაში, მათ შორის თუ როგორ იმოქმედონ სტრესულ გარემოში და გადაჭრან ფორსმაჟორული სიტუაციები არაძალადობრივი ტაქტიკის, კერძოდ ვერბალური უნარჩვევების გამოყენებით.
უსაფრთხოების პერსონალი
ინტერსექიურითი-ჯორჯიას ცოცხალი ძალით დაცვას საქართველოში ენდობა არაერთი ლიდერი კომერციული, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაცია
ცოცხალი ძალით დაცვა

ინტერსექიურითი-ჯორჯიას დაცვის თანამშრომლები აკმაყოფილებენ შემდეგი ტიპის სტანდარტებს:
- სსიპ დაცვის პოლიციის მიერ ლიცენზირებული;
- სპეციალურად გადამზადებული;
- შსს საინფორმაციო ბაზებში სრულყოფილად შემოწმებული ნასამართლეობაზე და ნარკოტიკულ საშუალებებზე;
- კონკურსის წესით მიღებულნი;
- კარიერული განვითარებისა და თანმიმდევრული ზრდის მხარდაჭერით;
- ინტერსექიურითი-ჯორჯიას ცოცხალი ძალით დაცვის სერვისს ენდობა საქართველოში მოქმედი მრავალი კომერციული თუ საერთაშორისო ორგანიზაცია.
უსაფრთხოების უზრუნველყოფა შემდეგი ტიპის ობიექტებისათვის:
- კომერციული, საოფისე შენობა-ნაგებობები და საწარმო ობიექტები;
- საავადმყოფოები და ჯანდაცვის ორგანიზაციები;
- საგანმანათლებლო დაწესებულებები, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისები;
- რელიგიური და კულტურული ღონისძიებების ცენტრები;
- სავაჭრო ცენტრები, საცალო და საბითუმო ვაჭრობის ობიექტები, საწყობები;
- ინდუსტრიული და ენერგეტიკული ობიექტები, მაგისტრალური მილსადენები.
ობიექტზე მდგომი დაცვის თანამშრომლის ზოგადი ფუნქცია-მოვალეობები:
- ობიექტის და ადგილობრივი პერსონალის დაცვა ნებისმიერი საფრთხისგან;
- დაუშვებელი ქმედების შეჩერება, დაკვირვება და გამოვლენა და ამავდროულად სამართალდამცავ ორგანოებთან შეტყობინების გაგზავნა;
- ობიექტის ტერიტორიაზე პატრულირების განხორციელება;
- ინტერსექიურითი-ჯორჯიას ოპერატიულ მართვის ცენტრთან 24/7-ზე მუდმივი კომუნიკაცია;
- ობიექტზე მორიგეობისას, ინტერსექიურითი-ჯორჯიას უნიფორმის და კანონით განსაზღვრული ეკიპირების მუდმივი ტარება.


