Warning: Cannot modify header information - headers already sent by (output started at /home/isg48254/public_html/wp-content/themes/ronneby/header.php:3) in /home/isg48254/public_html/wp-content/themes/ronneby/header.php on line 3
ISG.GE - ინტერსექიურითი ჯორჯია | უსაფრთხოების რისკების მართვა

უსაფრთხოების რისკების მართვა

ინტერსექიურითი-ჯორჯიას გააჩნია მდიდარი გამოცდილება უსაფრთხოების რისკების მართვის მიზნით

უსაფრთხოების რისკების მენეჯმენტი

ინტერსექიურითი-ჯორჯიას უსაფრთხოების რისკების მართვის ამოცანაა, როგორც პოტენციური საფრთხეების დროული გამოვლენა და პრევენცია, ასევე უსაფრთხოების უზრუნველყოფის მექანიზმების გავნითარება და წარმოშობილი საფრთხეებისგან მიღებული ზიანის შემცირება. ჩვენს სპეციალისტებს შეუძლიათ თქვენს ორგანიზაციაში არსებული უსაფრთხოების სისტემების შემოწმება, მოწყვლადი წერტილების გამოვლენის მიზნით და კონსულტაციის გაწევა უსაფრთხოების რისკების თავიდან ასარიდებლად. ნებისმიერი ორგანიზაცია შესაძლოა დადგეს ოპერაციული, ტექნოლოგიური, ინფორმაციული, საბაზრო თუ ეკონომიკური და ბუნებრივი მოვლენით გამოწვეული რისკების წინაშე.

ინტერსექიურითი-ჯორჯია დამკვეთს სთავაზობს შემდეგის სახის საკონსულტაციო სერვისებს:

  • icon
    უსაფრთხოების კონტროლის სისტემების დანერგვას უსაფრთხოებისათვის მოწყვლად ადგილებში;
  • icon
    ობიექტზე ცოცხალი ძალის გონივრულ გადანაწილებას;
  • icon
    დროებით სარგებლობაში გაცემული უძრავი ქონების მდგომარეობის კონტროლის და ზიანის აღმოჩენის შემთხვევაში, მისი ანაზღაურების პროცესის ინიცირებას;
  • icon
    პერსონალის საქმიანობის ზედამხედველობას პოტენციური რისკების არსებობის შემთხვევაში;
  • icon
    არაკეთილსინდისიერი თანამშრომლების გამოვლენას და შესაბამისი სამსახურების დროულ ინფორმირებას რეაგირებისათვის;
  • icon
    კომპანიის კომერციული საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის დაცვას და მსგავსი ინფორმაციის დაცვის კონტროლს;
  • icon
    დანაკარგების, დაზიანების ფაქტების, ხანძრის, ავარიის და სხვა შემთხვევების შიდა მოკვლევის ჩატარებას შესაბამის სამსახურებთან ერთად და დამნაშავე პირების დროულად გამოვლენა;
  • icon
    კომპანიის უსაფრთხოების პროგრამებისა და პოლიტიკის დაგეგმარებას, შინაგანაწესის დაცვის უზრუნველყოფას და დარღვევებზე დროულ რეაგირებას შენიშვნის მიცემით ან/და სხვა დადგენილი მეთოდების გამოყენებით.