სათვალთვალო და მოსასმენი მოწყობილობებისაგან გაწმენდა

უახლესი ტექნიკური საშუალებების გამოყენებით ინტერსექიურითი-ჯორჯიას შესწევს უნარი უზრუნველყოს დამკვეთის პრივატულობის სრულყოფილი დაცვა

სათვალთვალო და მოსასმენი მოწყობილობებისაგან გაწმენდა

თუ გაქვთ საფუძვლიანი ეჭვი, რომ თქვენი ბიზნეს კონკურენტი ანხორციელებს თქვენს ფარულ მოსმენა-მიყურადებასა და თვალთვალს, ინტერსექიურითი-ჯორჯიას გააჩნია რეალური შესაძლებლობა აღნიშნულის შემთხვევაში, გაატაროს სპეციალური ტექნიკური საშუალებებით ე.წ. „SPY GADGET”-ების იდენტიფიცირება და გამოვლენა, რათა არ შეფერხდეს თქვენი ბიზნეს ოპერაციები ან არ გახდეს ხელმისაწვდომი თქვენი პირადი ცხოვრება გარეშე პირთათვის. ჩვენი პროფესიონალი ტექნიკური სპეციალისტები უზრუნველყოფენ გამოავლინონ ობიექტზე არსებული რადიოსიხშირის გადამცემები, აქტიური თუ პასიური ელექტრონული  მოწყობილობები, GPS ტრეკერები, ფარული სათვალთვალო კამერები, ხმოვანი ჩამწერები და ტელეფონები, რომლებიც ბოლო პერიოდში გამოიყენება ე.წ. „ჟუჩოკებად.“

ინტერსექიურითი-ჯორჯია დამკვეთს სთავაზობს „ჟუჩოკების“ გაწმენდის სერვისს შემდეგი ტიპის ობიექტებისათვის:

  • icon
    საცხოვრებელი სახლი;
  • icon
    საკონფერენციო და საოფისე ფართი;
  • icon
    ავტომანქანა.